logo
ENG



არჩევნებზე რეგისტრაციის პროცესი "ნაციონალურ მოძრაობაში"

13 იან 202320:02
3 წუთის საკითხავი
 

აქვს თუ არა ხარვეზები ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესს? უკვე რამდენიმე საათია, ნაციონალური მოძრაობის ვებ გვერდზე, თავმჯდომარის ასარჩევად, მოქალაქეების რეგისტრაცია დაიწყო. სოციალურ ქსელში უკვე გამოთქვამენ პრეტენზიას, არსებული სისტემის გაუმართაობის შესახებ. რეგისტრაცია, ისევე, როგორც ხმის მიცემა, ელექტრონულად, “ბლოკჩეინის” სისტემის გამოყენებით განხორციელდება. პარტიაში  შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამოწმებს, ვინ გადის რეგისტრაციას, ხომ არ აქვთ მათ ყალბი ანგარიში, ან ხომ არ არიან სხვა პარტიის ამომრჩევლები. პროცესს თავმჯდომარეობის ოთხივე კანდიდატის შტაბების წარმომადგენლებიც აკვირდებიან.

 


close დახურვა